ისრაელში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 755 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელში „კოვიდ-19“-ის 755 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 11,540-ს აღწევს. ინფორმაციას „თაიმს ოფ ისრაელი“ ავრცელებს.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 331 ლეტალური შემთხვევაა დაფიქსირებული. 86 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.