ისრაელში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 532 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ იმატებს. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 532 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამ დროისთვის საავადმყოფოებში 5 870 პაციენტი მკურნალობს. მათგან 49-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ისრაელში „კოვიდ-19“-ის 22 139 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 308 ადამიანი.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ორ ქალაქში ნაწილობრივ გამოცხადდა კარანტინი. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან რეკომენდაციები და აუცილებლად ატარონ პირბადე.