ისრაელში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 525 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა რვა ადამიანი
ისრაელში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 525 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა რვა ადამიანი

ისრაელში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 1 525 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 91 080 ადამიანი დაინფიცირდა.

ბოლო ერთ დღეში ისრაელში „კოვიდ -19“-ს რვა ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულების საერთო რაოდენობა კი 665-ს აღწევს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციისგან ქვეყანაში 733 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის ისრაელში „კოვიდ – 19“-ის 23 450 აქტიური შემთხვევაა.

ე.წ. „კორონავირუსის კაბინეტმა“ ინფექციის გავრცელების გამო დახურულ სივრცეებში შეკრებებზე დამატებითი შეზღუდვები დააწესა, თუმცა ღია სივრეებისთვის შეზღუდვები შეამსუბუქა.