ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ 38 დემონსტრანტი დააკავა

14:41, 04.10.2020

ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ 38 დემონსტრანტი დააკავა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ქვეყნის მასშტაბით ასობით სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბნენ. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ პოლიცია აქციების დასაშლელად გადამეტებულ ძალას იყენებდა.

ისრაელში საყოველთაო კარანტინის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ საპროტესტო აქციაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. დემონსტრაციის ორგანიზატორის მოძრაობა „შავი დროშების“ ინფორმაციით, სხვადასხვა ქალაქებში დემონსტრაციებზე 100 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.

მსგავსი