ისრაელში ათასობით მომიტინგემ, რომელიც ახალ სასამართლო რეფორმას აპროტესტებდა, ისრაელის მთავარი აეროპორტი და მაგისტრალები გადაკეტა
ისრაელში ათასობით მომიტინგემ, რომელიც ახალ სასამართლო რეფორმას აპროტესტებდა, ისრაელის მთავარი აეროპორტი და მაგისტრალები გადაკეტა

ისრაელში ათასობით მომიტინგემ, რომელიც ახალ სასამართლო რეფორმას აპროტესტებდა, ისრაელის მთავარი აეროპორტი და მაგისტრალები გადაკეტა , – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

გამოცემის ცნობით, დაახლოებით 1000 პოლიციელი იყო განლაგებული თელ-ავივში, ბენ გურიონის აეროპორტში.

როგორც მედია წერს, მომიტინგეებმა გადაკეტეს მთავარი მაგისტრალები, ზოგიერთი მონაწილე გზაზე იწვა,ზოგიერთი კი ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა. იერუსალიმის შესასვლელთან პოლიციელებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი მომიტინგეების დასაშლელად, ზოგი კი ძალით გაიყვანეს.

პოლიციის ცნობით, სულ მცირე, 66 ადამიანი დააკავეს.

შეგახსენებთ, კანონპროექტს იმ სახით თუ მიიღებენ, როგორც ამჟამად არის წარდგენილი, ის შეზღუდავს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებას, გააუქმოს მთავრობის, მინისტრებისა და არჩეული თანამდებობის პირების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მათი „არაგონივრულად“ მიჩნევის შემთხვევაში.