ისრაელში არსებულ პოლიტიკურ უთანხმოებას ირანის საგარეო უწყება ეხმაურება – ნათელია, რომ სიონისტური რეჟიმის გულში არსებული კრიზისი უფრო ღრმაა, ვიდრე კრიზისი მისი პრემიერის გულში
ისრაელში არსებულ პოლიტიკურ უთანხმოებას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.
ირანის საგარეო უწყებამ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გულის ოპერაციაზე და ქვეყანაში არსებულ უთანხმოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
„ნათელია, რომ სიონისტური რეჟიმის გულში არსებული კრიზისი უფრო ღრმაა, ვიდრე კრიზისი მისი პრემიერის გულში“, – აღნიშნულია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ნასერ კანაანის განცხადებაში.
در خبرها آمده که پزشکان برای قلب نخستوزیر رژیم اشغالگر صهیونیستی باطری کار گذاشتهاند.
اما واضح است که بحران در قلب رژیم صهیونیستی عمیقتر از بحران در قلب نخست وزیر آنست. pic.twitter.com/EJk1yYSPTe— Nasser Kanaani (@IRIMFA_SPOX) July 23, 2023