ისრაელში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
ისრაელში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

ისრაელში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა.

თელ ავივში შეკრებილი დემონსტრანტები ისრაელის მთავრობას ღაზაში კონფლიქტის დასრულებისკენ მოუწოდებდნენ. აქციის მონაწილეებს ხელში ისრაელის დროშები და ბანერები ეჭირათ, სადაც ხელისუფლებას ომის დასრულებისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების დადებისკენ მოუწოდებდნენ.

როგორც მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში 57 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, რომელთა უმეტესობაც მშვიდობიანი მოქალაქე იყო.