ისრაელში ახალი საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა
ისრაელში ახალი საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა

ისრაელში ახალი საერთაშორისო აეროპორტი „რამონი“ გაიხსნა. აეროპორტი წითელი ზღვის პირას მდებარე კურორტ ეილათიდან 18 კილომეტრში მდებარეობს. ის ქვეყანაში „ბენ გურიონის“ აეროპორტის შემდეგ მგზავრთა ნაკადის მიხედვით რიგით მეორე აეროპორტი უნდა გახდეს.

აეროპორტი პირველი ისრაელელი ასტრონავტისა და მისი შვილის, ილან და ასაფ რამონების სახელს ატარებს. პირველ მგზავრებს აეროპორტი 4 თებერვალს მიიღებს. თავდაპირველად ის მხოლოდ ადგილობრივ რეისებს მოემსახურება, საერთაშორისო ფრენები კი რამონის აეროპორტიდან მარტიდან განხორციელდება.

აეროპორტის მშენებლობაზე დაახლოებით 400 მილიონი ევრო დაიხარჯა. პროგნოზის მიხედვით, მუშაობის პირველი წლის განმავლობაში „რამონი“ ორ მილიონ მგზავრს მოემსახურება. მოგვიანებით მგზავრთნაკადის წელიწადში 4,5 მილიონამდე გაზრდაა დაგეგმილი.