ისრაელში ახალი არჩევნებისა და „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა
ისრაელში ახალი არჩევნებისა და „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

ისრაელში აქცია გაიმართა. ქნესეთის წინ შეკრებილი ათასობით ადამიანი ახალ არჩევნებს და „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

„ჩვენ გამოვდივართ ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ, რადგან ვფიქრობთ, რომ რასაც ისინი აკეთებენ, არის დემოკრატიის განადგურება“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციაზე ასევე იმყოფებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბენი განცი, რომელიც დემონსტრაციებს ძალიან მნიშვლეოვნად აფასებს.

დემონსტრაციების პარალელურად, ქნესეთში იკრიბებოდნენ დეპუტატები, სადაც უნდა განეხილათ მოსამართლეთა დანიშვნის ახალი კანონი. როგორც „როიტერი“ წერს, ამან ქვეყანაში, შესაძლოა, საკონსტიტუციო კრიზისი გამოიწვიოს.