ისრაელში აცხადებენ, რომ ქვეყანა ირანთან ომის გარდაუვალი განახლებისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა, კვირების განმავლობაში გაგრძელდეს

22:23, 15.05.2026

ისრაელი ემზადება ირანთან ომის გარდაუვალი განახლებისთვის, რომელიც შესაძლოა, კვირების განმავლობაში გაგრძელდეს, – „თაიმს ოფ ისრაელის“ ცნობით, ამის შესახებ ისრაელის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა „მე-12 არხს“ ანონიმურობის პირობის დაცვით განუცხადა.

„ამერიკელებს ესმით, რომ მოლაპარაკებები ირანთან არსად მიდის“, – აცხადებს ისრაელის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი.

„ჩვენ ვემზადებით და ტრამპის საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდებით. უფრო მეტი გვეცოდინება 24 საათში“, – განუცხადა წყარომ ისრაელის მედიას.

 

მსგავსი