ისრაელში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გამო ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანების შეთანხმებული რაოდენობის მხოლოდ ნახევარს დაუშვებენ
ისრაელმა გაერო-ს განუცხადა, რომ „ჰამასის“ მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გამო ხვალიდან ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით სავსე მხოლოდ 300 სატვირთო მანქანას – შეთანხმებული რაოდენობის ნახევარს – დაუშვებს.
გაერო-ს განცხადების თანახმად, ისრაელის მხრიდან შეზღუდვები დაწესებულია იმის გამო, რომ „ჰამასმა“ დაარღვია შეთანხმება მძევლების ცხედრების დაბრუნებასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამუშაო ჯერ არ დასრულებულა, დაღუპულთა ცხედრები, დაპირებისამებრ, არ დაუბრუნებიათ.