ისრაელში 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე სახელმწიფო გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართა
ისრაელში 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე სახელმწიფო გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართა.
თელ ავივში შეკრებილი დემონსტრანტები მოითხოვენ, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია 2023 წლის 7 ოქტომბრის მოვლენებზე. მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა უარს ამბობს პასუხისმგებლობის აღებაზე 7 ოქტომბრის მოვლენებზე.
„ის აქ იყო, პრემიერ-მინისტრი, ხანგრძლივი დროის განმავლობაში და მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც მოხდა“, -განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.