ისრაელში 10 ოქტომბრამდე სრული კარანტინი გამოცხადდება
ისრაელში 10 ოქტომბრამდე სრული კარანტინი გამოცხადდება

ისრაელში „კოვიდ-19“ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ზომები კვლავ გამკაცრდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელში 10 ოქტომბრამდე სრული კარანტინი გამოცხადდება.

„ჩვენი მიზანია, ინფექციის გავრცელების შეჩერება, პირდაპირი მნიშვნელობით. ჩვენი მიზანია, ისრაელში რაც შეიძლება მეტი ადამიანია გადარჩენა”,- განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა- ექვსი ათასზე მეტი ახალი შემთხვევა. ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 200 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.