ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დაწყების შემდეგ პირველად, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება გემით ჩაიტანეს
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დაწყების შემდეგ პირველად, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება გემით ჩაიტანეს

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დაწყების შემდეგ პირველად, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება გემით ჩაიტანეს.

ხომალდი, რომელმაც კვიპროში სამშაბათს 200 ტონა სურსათით დაიტვირთა, ღაზის სანაპიროს გუშინ მიადგა. ბორტიდან ჰუმანიტარული დახმარება უკვე გადატვირთეს.

ჰუმანიტარული მისია საქველმოქმედო ორგანიზაციის, „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ ორგანიზებით და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თანამშრომლობით ხორციელდება. ღაზას არ აქვს მოქმედი პორტი, ამიტომ „მსოფლიოს ცენტრალურმა სამზარეულომ“ სახელდახელო ნავსადგომი ააგო.

ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, კვიპროსიდან წამოსვლამდე ხომალდმა და ტვირთმა შემოწმება გაიარა.