ისრაელმა სირიაში განთავსებული ირანელი სამხედროების წინააღმდეგ სარაკეტო დაბომბვა განახორციელა

08:25, 21.01.2019

ისრაელმა სირიის დედაქალაქში განთავსებული ირანელი სამხედროების წინააღმდეგ მასშტაბური სარაკეტო დაბომბვა განახორციელა.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, სხვადასხვა მიმართულებიდან მართვადი რაკეტებით დაბომბვა თითქმის ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. არსებული ინფორმაციით, სირიის სამთავრობო არმიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რაკეტების ნაწილის განეიტრალება შეძლო.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დაბომბვების სამიზნე ირანული ალ-ქუდსის ძალები გახდა, რომელიც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დანაყოფია.

„ვაფრთხილებთ სირიის შეიარაღებულ ძალებს, არ სცადოთ ისრაელის სამხედროების ან ტერიტორიისთვის ზიანის მიყენება“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ისრაელის სამხედრო ავიაციამ ირანულ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიში 20 იანვარსაც მიიტანა, რის შემდეგაც სირიიდან ისრაელის მიმართულებით მიწა-მიწა ტიპის რაკეტა გაუშვეს. რაკეტა ისრაელის თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა.

მსგავსი