ისრაელმა ქალაქ ღაზაში ჰუმანიტარული პაუზა გააუქმა და საბრძოლო მოქმედებების სახიფათო ზონად გამოაცხადა

17:53, 29.08.2025

ისრაელმა ქალაქ ღაზაში ჰუმანიტარული პაუზა გააუქმა და საბრძოლო მოქმედებების სახიფათო ზონად გამოაცხადა.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახლა ქალაქი სახიფათო ზონაა და სამხედროები მასშტაბური იერიშისთვის ემზადებიან.

აღსანიშნია, რომ „ტაქტიკური პაუზა“ ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის უსაფრთხო დერეფნების უზრუნველსაყოფად იყო დაწესებული. ისრაელში აცხადებენ, რომ ღაზა „ჰამასის“ ერთ-ერთი ბოლო დასაყრდენი პუნქტია და ის ისრაელის თავდაცვის ძალების კონტროლქვეშ აუცილებლად უნდა მოექცეს.

მსგავსი