ისრაელმა, ქალაქ ეილათში მდებარე სკოლაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის საპასუხოდ, სირიაზე დარტყმები განახორციელა
ისრაელმა, ქალაქ ეილათში მდებარე სკოლაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის საპასუხოდ, სირიაზე დარტყმები განახორციელა

ისრაელმა, ქალაქ ეილათში მდებარე სკოლაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის საპასუხოდ, სირიაზე დარტყმები განახორციელა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმის სამიზნე იყო ორგანიზაცია, რომელმაც უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა ისრაელის მიმართულებით, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ობიექტზე იყო საუბარი.

„სირიის რეჟიმი სრულად არის პასუხისმგებელი ყველა ტერორისტულ მოქმედებაზე, რომელიც სირიის ტერიტორიიდან ხორციელდება. ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიისთვის ზიანის მიყენების მცდელობებზე ისრაელის თავდაცვის ძალები მკაცრად უპასუხებენ“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.