ისრაელმა ორგანიზაცია „ჰამასის“ სამხედრო ობიექტებზე შეტევა განახორციელა

14:14, 07.08.2021

ისრაელის არმიის მოიერიშე თვითმფრინავებმა შეტევა განახორციელეს ღაზას სექტორში პალესტინური ორგანიზაცია „ჰამასის“ სამხედრო ობიექტებზე.

„ღაზადან ისრაელის მიმართულებით ცეცხლგამჩენი საჰაერო ბურთების გამუდმებული გაშვების საპასუხოდ, მოიერიშე თვითმფრინავებმა შეტევა განახორციელეს „ჰამასის“ სამხედრო კომპლექსზე“, – ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.

გარდა ამისა, აქვე აღნიშნულია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებენ მტკიცე რეაგირებას ღაზას სექტორიდან მომდინარე ნებისმიერი ტერორისტული საფრთხის საპასუხოდ.

მსგავსი