ისრაელმა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ექვსი კვირით გაახანგრძლივა
ისრაელმა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ექვსი კვირით გაახანგრძლივა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზა შუაღამისას დასრულდა, ქვეყნის მთავრობამ გადაწყვეტილება სწორედ ამის შემდეგ გამოაცხადა.
პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებით, ამ დრომდე ტყვეობაში რჩება მძევლების ნახევარი, მათგან 24 ცოცხალია, 39 კი – დაღუპული. ისინი პირველივე დღეს გათავისუფლდებიან, როგორც კი მხარეები ცეცხლის პერმანენტული შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ.
შეთანხმების მეორე ფაზის დასაწყებად მოლაპარაკებები ჭიანურდება. მეორე ფაზაში მხარეებმა დარჩენილი მძევლები უნდა გაათავისუფლონ და ისრაელმა ღაზის სექტორიდან შეიარაღებული ძალები უნდა გაიყვანოს.
19 იანვარს ამოქმედებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პირველი ფაზის განმავლობაში ისრაელმა 33 – საკუთარი და ტაილანდის ხუთი მოქალაქე დააბრუნა, სანაცვლოდ კი „ჰამასს“ 1 900-მდე პალესტინელი პატიმარი გადასცა.