ისრაელმა ღაზის სექტორში 250-ზე მეტი ტერორისტული სამიზნე დაბომბა, „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 143 პალესტინელი დაიღუპა
ისრაელის საჰაერო ძალებმა ბოლო 48 საათის განმავლობაში ღაზის სექტორში 250-ზე მეტი ტერორისტული სამიზნე დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათი სამიზნე იყო ნაღმებისა და იარაღის საწყობები, გვირაბები და სხვა ტერორისტული ინფრასტრუქტურა.
„ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ისრაელის თავდასხმის შედეგად ღაზის სექტორში, სულ მცირე, 143 პალესტინელი დაიღუპა.