ისრაელმა ღაზას სექტორში ქვეითთა ერთადერთი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დახურა
ისრაელმა ღაზას სექტორში ქვეითთა ერთადერთი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დახურა

ისრაელმა ღაზას სექტორში ქვეითთა ერთადერთი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დახურა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა.

ოფიციალური თელ-ავივის განმარტებით, სასაზღვრო გამშვები პუნქტის დახურვის მიზეზი ბოლო პერიოდში მხარეებს შორის არსებული დაპირისპირებები და დაძაბული ვითარება გახდა.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ „ერეზის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე გამონაკლისებს, მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთის გადატანის და ტერიტორიაზე საერთაშორისო დელეგაციების შესვლის დროს დაუშვებენ.

„ერეზი“ ისრაელიდან ღაზას სექტორში შესასვლელი ორი მოქმედი სასაზღვრო-გამშვები პუნქტებიდან ერთ-ერთი იყო. მეორე „ქემერ-შალომი“, მხოლოდ კომერციული და ჰუმანიტარული ტვირთის გადასატანად გამოიყენება.

ისრაელისა და ღაზას სექტორის საზღვარზე ბოლო არეულობა სულ რამდენიმე დღის წინ მოხდა. 17 აგვისტოს საზღვართან გამართულ დემონსტრაციაში მონაწილეობა ათასობით პალესტინელმა მიიღო. საბოლოო ჯამში აქცია არაბებსა და ისრაელელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა. არეულობას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 60 კი დაშავდა.

დატოვე კომენტარი