ისრაელმა ღაზას სექტორის მიმართულებით საჰაერო იერიში განახორციელა
ისრაელმა ღაზას სექტორის მიმართულებით საჰაერო იერიში განახორციელა

ისრაელმა ღაზას სექტორის მიმართულებით საჰაერო იერიში განახორციელა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ისრაელის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, საჰაერო იერიში პალესტინური მხარიდან ცეცხლოვანი ბურთების გაშვების საპასუხოდ განხორციელდა.

ისრაელის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მათმა ვერტმფრენებმა ღაზაში ჰამასის სამხედრო ობიექტებზე მიიტანეს იერიში და ყველა სცენარისთვის იყვნენ მზად, მათ შორის, სამხედრო მოქმედებების განსაახლებლად, რადგანაც, მათი თქმით, ღაზას მხრიდან ტერორისტული აქტები კვლავ გრძელდება.

ეს საჰაერო იერიში პირველი იყო მას შემდეგ, რაც მხარეებმა ეგვიპტის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 11-დღიანი შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ გააფორმეს.