ისრაელმა ღაზას სექტორი დაბომბა, დაღუპულია სულ მცირე ცხრა ადამიანი
ისრაელმა ღაზას სექტორი დაბომბა, დაღუპულია სულ მცირე ცხრა ადამიანი

ისრაელმა ღაზას სექტორი დაბომბა. სამიზნეს პალესტინური ისლამური ჯიჰადის წევრები წარმოადგენდნენ.

დაღუპულია სულ მცირე ცხრა ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი მეთაური და ერთი მცირეწლოვანი, ხუთი წლის გოგო. დაშავებულია 44 .

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღით ადრე, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინური ისლამური ჯიჰადის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დააკავეს, რასაც დაძაბულობა მოყვა. ღაზაში ბაზირებული დაჯგუფება ისრაელს დაბომბვით ემუქრებოდა. შედეგად, ისრაელში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა და ღაზის მიმდებარე დასახლებებში ბლოკ-საგუშაგოები განთავსდა.