ისრაელმა 60 წელს ზემოთ პირებისა და მედპერსონალისთვის კორონავირუსის ვაქცინის მეოთხე დოზა დაამტკიცა
ისრაელის მთავრობამ 60 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანებისა და სამედიცინო პერსონალისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა დაამტკიცა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა „ომიკრონ“-ვარიანტთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ისრაელის მთავრობის მეთაურის თქმით, ავადობის მიმდინარე ტალღის განმავლობაში, ახალი ინფექციების რაოდენობამ დღიურად შესაძლოა, 50 000-ს მიაღწიოს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩაიტარონ აცრები, ატარონ ნიღბები და მიიღონ ზომები რისკის წინაშე მყოფთა დასაცავად.