ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე კვლავ დაძაბულობაა
ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე კვლავ დაძაბულობაა

ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე კვლავ დაძაბულობაა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

როგორც ცნობილია პარასკევს საზღვართან პალესტინელებმა ტრადიციული დემონსტრაცია გამართეს, რომელიც კვლავ არეულობასა და დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ღაზის სექტორის ინფორმაციით, არეულობის დროს ორი პალესტინელი ახალგაზრდა დაიღუპა, 46 კი – დაშავდა.

აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ხუთი რაკეტა გაუშვეს. ერთ-ერთი მათგანი დასახლებასთან ახლოს ჩამოვარდა და ხანძარი გამოიწვია. ამის საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო იერიში მიიტანა. როგორც „როიტერი“ იუწყება,  თავდასხმის დროს ღაზის სექტორში მოძრაობა „ჰამასის“ სამხედრო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.