ისრაელის უზენაესმა სასამართლომ ოთხ არაბულ პარტიას 27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა

21:07, 02.10.2026

ისრაელის უზენაესმა სასამართლომ ოთხ არაბულ პარტიას 27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება დართო, რითაც გააუქმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის აკრძალვა. არაბულ პარტიებს შორისაა: პარტია „რაამი“ (გაერთიანებული არაბული სია), რომელმაც შესაძლო,  ხმათა მნიშვნელოვანი პროცენტის მიღება შეძლოს, ასევე „ჰადაში“, „ბალადი“ და „თაალის“ პარტიები, რომლებიც ერთიან სიაში ფიგურირებენ.

სასამართლომ, ასევე გააუქმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომელიც „ჰადაშის“ წევრ ოფერ კასიფის არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავდა.

„ბალადის“ პარტიის წევრ სამი აბუ შეჰადეს კი უზენაესმა სასამართლომ რეკომენდაცია მისცა, თავად მოეხსნა კანდიდატურა.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მეხუთედი არაბია.

მსგავსი