ისრაელის უშიშროების სამსახურმა პრემიერ-მინისტრისა და იერუსალიმის მერის წინააღმდეგ დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთა
ისრაელის უშიშროების სამსახურმა პრემიერ-მინისტრისა და იერუსალიმის მერის წინააღმდეგ დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთა

ისრაელის უშიშროების სამსახურმა პრემიერ-მინისტრისა და იერუსალიმის მერის წინააღმდეგ დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთა.

თავდასხმის მომზადების ბრალდებით, ისრაელის სპეცსამსახურებმა აღმოსავლეთ იერუსალიმში მცხოვრები 30 წლის მამაკაცი დააკავეს.

მუჰამად ჯამალ რაშდეს გარდა, ისრაელის ძალოვანმა სტრუქტურებმა კიდევ ორი ადამიანი დააკავეს.

ისრაელის უშიშროების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, რაშდემ თავდასხმის ბრძანება პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტის გენშტაბიდან მიიღო, რომელიც სირიაშია ბაზირებული და დახმარებას უწევს ასადის რეჟიმს.