ისრაელის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი ცახი ჰანეგბი აცხადებს, რომ მთავრობის მიზანია, „ჰამასი“ ღაზის სექტორის სამხედრო და პოლიტიკურ კონტროლს ჩამოაცილოს
ისრაელის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი ცახი ჰანეგბი აცხადებს, რომ მთავრობის მიზანია, „ჰამასი“ ღაზის სექტორის სამხედრო და პოლიტიკურ კონტროლს ჩამოაცილოს

ისრაელის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის, ცახი ჰანეგბის განცხადებით, მთავრობის მიზანია, „ჰამასი“ ღაზის სექტორის სამხედრო და პოლიტიკურ კონტროლს ჩამოაცილოს. ამასთან, მან უარი თქვა, ანკლავთან დაკავშირებით ისრაელის მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით საუბარზე. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ჩვენ ვერ შევატყობინებთ თქვენი საშუალებით მტერს, თუ რა ელოდება, ჩვენ შეგვიძლია, ვუთხრათ „ჰამასს“, რომ მას ეკრძალება, იყოს მმართველი ღაზაში“, – განაცხადა ჰანეგბიმ.

როგორც უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა თქვა, მინისტრთა კაბინეტის ბოლო სხდომაზე, მთავრობამ დაამტკიცა „ჰამასის“ განადგურების გეგმა, როგორც ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა ისაუბრეს.

„ჰამასი არ იქნება ღაზის სექტორში მმართველი ბრძოლის შემდეგ“, – განაცხადა მან.

მთავრობის პასუხისმგებლობაზე და „ჰამასის“ თავდასხმის აღკვეთის შესაძლებლობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, ჰანეგბიმ აღიარა, რომ სახელმწიფომ თავისი მისია ვერ შეასრულა. მან ასევე თქვა, რომ შეცდომა იყო იმაზე ფიქრი, რომ „ჰამასი“ შეკავებული და დასუსტებული იყო 2021 წელს ჩატარებული ოპერაციის შედეგად.