ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი – მთელი ლიბანი უნდა იწვოდეს, ყოველი ისრაელელი დედის ცრემლის სანაცვლოდ, ათასმა ლიბანელმა დედამ უნდა იტიროს
ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა განაცხადა, რომ ისრაელმა ლიბანის მიმართ გაცილებით მკაცრი პოლიტიკა უნდა გაატაროს.
მისი თქმით, „ყოველი ისრაელელი დედის ცრემლის სანაცვლოდ, ათასმა ლიბანელმა დედამ უნდა იტიროს“ და აღნიშნა, რომ ქვეყნის უსაფრთხოება ნებისმიერი სხვა ფაქტორზე მაღლა დგას.
„მთელი პატივისცემით ამერიკელების მიმართ, ისრაელმა მთელ მსოფლიოს მკაფიოდ უნდა დაანახვოს, რომ ჩვენი შვილების სისხლი და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება დათმობის საგანი არ არის. მთელი ლიბანი უნდა იწვოდეს. ჩვენი უმაღლესი მოვალეობაა, დავიცვათ ისრაელის მოქალაქეები და ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები და ეს ვალდებულება ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა დგას. ეს პრემიერ-მინისტრს პირად შეხვედრებზეც ვუთხარი: ყოველი ისრაელელი დედის ცრემლის სანაცვლოდ, ათასმა ლიბანელმა დედამ უნდა იტიროს. საკმარისია ეს პინგპონგი. ახლო აღმოსავლეთში ზომიერი პასუხებითა და თავშეკავებით ვერ გაიმარჯვებ, საჭიროა უკიდურესად მკაცრი მოქმედება, განადგურება, დამსხვრევა, ტერორის განადგურება“, – აღნიშნა ბენ-გვირმა.
על כל דמעה של אמא ישראלית, אלף אמהות לבנוניות צריכות לבכות. לבנון כולה צריכה לבעור!
עם כל הכבוד לאמריקאים, ישראל חייבת להבהיר לעולם כולו שדם בנינו וביטחון אזרחנו איננו הפקר. לבנון כולה צריכה לבעור. חובתנו העליונה היא להגן על אזרחי ישראל ועל חיילי צה״ל, והמחויבות הזו קודמת לכל…
— איתמר בן גביר (@itamarbengvir) June 19, 2026