ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარი ოფიციალურად დაუჭირა
ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარი ოფიციალურად დაუჭირა

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარი ოფიციალურად დაუჭირა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ათმა მინისტრმა შეთანხმების სასარგებლოდ მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგი იყო.

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის ერთადერთი წევრი, რომელმაც მხარი არ დაუჭირა შეთანხმებას, არის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ გვირი.

„ისრაელი აფასებს აშშ-ის წვლილს ამ პროცესში და იტოვებს უფლებას, იმოქმედოს თავისი უსაფრთხოებისთვის ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.