ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ ნაბლუსში სპეცოპერაციის დროს ორი პალესტინელი მოკლეს
ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ ნაბლუსში სპეცოპერაციის დროს ორი პალესტინელი მოკლეს

ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ ნაბლუსში სპეცოპერაციის დროს ორი პალესტინელი მოკლეს.

პალესტინური მედიის ინფორმაციით, ისრაელის ძალებმა ნაბლუსის ძველ უბანში საცხოვრებელი სახლი ალყაში მოაქციეს და ორი მამაკაცი მოკლეს.

ისრაელის უსაფრთხოების ძალები ნაბლუსში რამდენიმე მიმართულებიდან ათეულობით ავტომობილით შევიდნენ.

პალესტინელების მკვლელობის შემდეგ ქალაქში არეულობა დაიწყო და დაპირისპირების დროს კიდევ ორი პალესტინელი დაშავდა. მათ ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული.

სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ისრაელის მედიაც, რომლის მიხედვით, ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფი შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი მამაკაცის დაკავებას ცდილობდა, თუმცა სროლის შედეგად ორივე მათგანი დაიღუპა.