ისრაელის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დღეს დილით ირანში, სულ მცირე, 35 რაკეტგამშვები სისტემა გაანადგურეს

13:18, 20.06.2025

ისრაელის ავიაციამ დღეს დილით ირანში, სულ მცირე, 35 რაკეტგამშვები სისტემა გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.

როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, იერიში მიიტანეს ასევე თაბრიზსა და ქერმანშაჰში მდებარე საცავებზე.

უწყების ცნობით, ოპერაციაში 25 ავიაგამანადგურებელი იღებდა მონაწილეობას.

მსგავსი