ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჩრდილოეთ ღაზის სექტორში მიმდინარე ოპერაცია ეტაპობრივად ასრულებს დასახულ მიზნებს
ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჩრდილოეთ ღაზის სექტორში მიმდინარე ოპერაცია ეტაპობრივად ასრულებს დასახულ მიზნებს

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ჩრდილოეთ ღაზის სექტორში მიმდინარე ოპერაცია ეტაპობრივად ასრულებს მათ დასახულ მიზნებს.

„ისრაელის არმია შესანიშნავად მუშაობს, მებრძოლები იბრძვიან მამაცურად, თავგანწირვით, აჩვენებენ ძალიან მაღალ თავდადებას.ჩვენ გავაღრმავებთ ჩვენს საქმიანობას და შევასრულებთ ყველა ჩვენს დასახულ მიზანს – უპირველეს ყოვლისა, ტერორისტული ორგანიზაციის „ჰამასის“ ლიკვიდაციას“, – აღნიშნავს გალანტი.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ოპერაციების ერთ-ერთ მთავარ მიზანს გატაცებულების ისრაელში დაბრუნება წარმოადგენს.

„ოპერაცია რთული იქნება, მოთმინებას მოითხოვს, მაგრამ ჩვენ ამას მივაღწევთ.”- დასძინა გალანტმა.