ისრაელის თავდაცვის მინისტრი- თუ ირანი თელ-ავივს დაარტყამს, ისრაელი თეირანზე დარტყმით უპასუხებს
ისრაელის თავდაცვის მინისტრი- თუ ირანი თელ-ავივს დაარტყამს, ისრაელი თეირანზე დარტყმით უპასუხებს

ისრაელს ომი არ სურს, მაგრამ თუ ირანი თელ-ავივს დაარტყამს, ისრაელი თეირანზე დარტყმით უპასუხებს – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, არაბულენოვან ვებგვერდ Elaph-თან ინტერვიუში განაცხადა.

ავიგდორ ლიბერმანი აშშ-ში იმყოფება, სადაც თავდაცვის მდივან ჯეიმს მეტისთან და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან, ჯონ ბოლტონთან გამართავს შეხვედრას.

ირანსა და ისრაელს შორის ურთიერთობა  განსაკუთრებით  მიმდინარე თვის დასაწყისში გამწვავდა, როცა ისრაელის ავიაციამ სირიაში სამხედრო ბაზა დაბომბა. ავიაიერიშის შედეგად ირანის შვიდი მოქალაქე დაიღუპა.