ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ომის დაწყებიდან „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 1000-ზე მეტი რაკეტა ისროლა
ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ომის დაწყებიდან „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 1000-ზე მეტი რაკეტა ისროლა

ომის დაწყებიდან „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 1000-ზე მეტი რაკეტა ისროლა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.

„ირანი არის ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრობისა და აგრესიის საფუძველი. ომი მრავალფრონტულია, მიუხედავად იმისა, რომ მისი ინტენსივობა ორიენტირებულია ღაზაზე. ომის დაწყების შემდეგ „ჰეზბოლამ“ 1000-ზე მეტი რაკეტა გაისროლა ისრაელის მიმართულებით, მაგრამ „ჰეზბოლას“ გაცილებით მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ჩვენ ვურტყამთ „ჰეზბოლას“ სამხედრო ობიექტებს, „ჰეზბოლა“ ყოველდღიურად მძიმე ფასს იხდის“, – განაცხადა გალანტმა.