ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა „თავდაცვითი ბუფერული ზონის“ შექმნას აპირებს და ამ მიზნით ლიბანში მდინარე ლიტანამდე ტერიტორიას დაიკავებს
ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა „თავდაცვითი ბუფერული ზონის“ შექმნას აპირებს და ამ მიზნით ლიბანში მდინარე ლიტანამდე ტერიტორიას დაიკავებს

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ქვეყანა სამხრეთ ლიბანში, საზღვრიდან მდინარე ლიტანამდე ტერიტორიის დაკავებას აპირებს.

მისივე თქმით, ისრაელის მიზანია, ამ გზით დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ე.წ. თავდაცვითი ბუფერული ზონა შექმნას.

ისრაელ კაცმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელელი სამხედროები ხიდებსა და უსაფრთხოების ზონას ლიტანამდე გააკონტროლებენ.

„სქაი ნიუსის“ ცნობით, 13 მარტიდან ისრაელმა უკვე გაანადგურა მდინარეზე გადებული ხუთი ხიდი, რათა „ჰეზბოლას“ გადაადგილებაში პრობლემები შეჰქმნოდა.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის გაფართოებული შეტევის დაწყებიდან დღემდე ლიბანში 1 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 3 000-მდე კი დაიჭრა.