ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ „ჰამასმა“ ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა
ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადებს, რომ „ჰამასმა“ ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა.
„არ არსებობს „ჰამასის“ ძალა, რომელსაც შეუძლია, შეაჩეროს ისრაელის თავდაცვის ძალები. ისრაელის თავდაცვის ძალები ყველა პუნქტამდე მიიწევს. „ჰამასმა“ დაკარგა კონტროლი ღაზაზე. ტერორისტები სამხრეთით გარბიან. მშვიდობიანი მოსახლეობა ძარცვავს „ჰამასის“ ბაზებს“, – აღნიშნავს გალანტი.
მისი თქმით, ისრაელის ძალები წინ მიიწევენ „გეგმის მიხედვით და ასრულებენ დავალებებს ზუსტად, ლეტალურად“.