ისრაელის თავდაცვის ძალებში ღაზის სექტორის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში წერტილოვანი სახმელეთო ოპერაციების დაწყების შესახებ განაცხადეს

20:42, 19.03.2025
Israeli soldiers are deployed in the Upper Galilee region of northern Israel near the border with Lebanon on September 29, 2024. Israel said on September 29, it killed another senior Hezbollah official in an air strike after dealing the Iran-backed group a seismic blow by assassinating its leader, Hassan Nasrallah. (Photo by Menahem Kahana / AFP) (Photo by MENAHEM KAHANA/AFP via Getty Images)

ისრაელის თავდაცვის ძალებში ღაზის სექტორის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში წერტილოვანი სახმელეთო ოპერაციების დაწყების შესახებ განაცხადეს. სამხედროები ამბობენ, რომ ოპერაციის მიზანია ბუფერული ზონის გაფართოება.

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ 252-ე დივიზია შევიდა ნეცარიმის დერეფნის ზონაში, რომელიც ღაზის სექტორს ორ ნაწილად ყოფს. ასევე, გოლანის ბრიგადა განთავსებულია ღაზის საზღვრის სამხრეთ ნაწილში და მომავალი ქმედებებისთვის ემზადება.

ისრაელმა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია მას შემდეგ განაახლა, რაც ერთი დღით ადრე ანკლავში საჰაერო იერიშების განხორციელება დაიწყო. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ავიადარტყმებს 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ისრაელის მთავრობის განცხადებით, ოპერაციის განახლება მოჰყვა მძევლების გათავისუფლებაზე „ჰამასის“ განმეორებით უარს, ასევე, ტრამპის ადმინისტრაციისა და შუამავლების ყველა წინადადების უარყოფას.

ცნობისთვის, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დროებითი ზავის პირველი ფაზის პირველ მარტს დასრულების შემდეგ მხარეები, შუამავლების დახმარებით, ზავის გასაგრძელებლად მოლაპარაკებებს მართავდნენ.

მსგავსი