ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ღაზაში „ჰამასის“ ასზე მეტ ობიექტზე იერიში მიიტანეს

11:54, 20.10.2023
FILE - Palestinians inspect the rubble of the Yassin Mosque destroyed after it was hit by an Israeli airstrike at Shati refugee camp in Gaza City, early Monday, Oct. 9, 2023. (AP Photo/Adel Hana, File)

ისრაელმა ღაზაში ღამით „ჰამასის“ ასზე მეტ ობიექტზე იერიში მიიტანა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს.

„ღამის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალების მოიერიშე თვითმფრინავებმა დაარტყეს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ასზე მეტ ტერორისტულ ობიექტს, მათ შორის, მიწისქვეშა გვირაბს, იარაღის საწყობს და ათობით ოპერატიული მართვის ცენტრს“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, გაანეიტრალეს „ჰამასის“ საზღვაო მებრძოლი, მაჯედ მუჰამედ აბუ ოდეჰი, რომელიც სავარაუდოდ, ისრაელზე 7 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ღაზაში განადგურდა ჯაბალიას მეჩეთი, სადაც „ჰამასი“ იარაღს ინახავდა.

მსგავსი