ისრაელის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ, რომ ისრაელის 14 და ტაილანდის სამი მოქალაქე, რომლებიც მძევლად იყვნენ აყვანილი, უკვე ისრაელის ტერიტორიაზე არიან
ისრაელის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ, რომ ისრაელის 14 და ტაილანდის სამი მოქალაქე, რომლებიც მძევლად იყვნენ აყვანილი, უკვე ისრაელის ტერიტორიაზე არიან, – ამის შესახებ „თაიმს ოფ ისრაელი“ წერს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ოთხი მძევალი, ერთი ისრაელელი და ტაილანდის სამი მოქალაქე ეგვიპტის რაფაჰის სასაზღვრო პუნქტიდან ისრაელში შეიყვანეს, ხოლო დანარჩენი მძევლები სამხრეთ ისრაელში მდებარე საჰაერო ბაზისკენ მიემართებიან.
როგორც მედია წერს, მძევლებს პირველადი შემოწმებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანენ, სადაც მათ ოჯახის წევრები დახვდებიან.