ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ თეირანის მიმართულებით ახალი დარტყმები წამოიწყეს

12:08, 13.03.2026

ისრაელმა თეირანის მიმართულებით ახალი დარტყმები განახორციელა.

ამის შესახებ „ბიბისი“ ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით იტყობინება.

„ახლახან დავიწყეთ ფართომასშტაბიანი დარტყმების ტალღა თეირანში ირანის ტერორისტული რეჟიმის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

მედიის ცნობით, თეირანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე აფეთქება დაფიქსირდა.

მსგავსი