ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სირიის სამხრეთ ნაწილში „ჰამასის“ წევრზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სირიის სამხრეთ ნაწილში „ჰამასის“ წევრზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს. კერძოდ, სამხედროებმა იერიში მიიტანს ისრაელ-სირიის საზღვრიდან შვიდ კილომეტრში მდებარე სოფელ ბეიტ ჯინზე. ეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში ისრაელის მიერ სირიაზე განხორციელებული მეორე დარტყმაა.
მანამდე, კვირის დასაწყისში ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ დაბომბეს სირიის მთავრობის კუთვნილი შეიარაღება ისრაელის მიმართულებით ორი ჭურვის გასროლის საპასუხოდ.
თავის მხრივ, სირიის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ეს ინფორმაცია დაუდასტურებელია და სირია არ წარმოადგენს საფრთხეს არცერთი რეგიონული მხარისთვის.