ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ შესაძლოა, ისრაელმა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია აღარ ჩაატაროს

18:47, 17.10.2023

ისრაელმა ღაზის სექტორში შესაძლოა, სახმელეთო ოპერაცია აღარ ჩაატაროს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა განაცხადა.

რიჩარდ ჰეხტის განცხადებით, ისრაელის სამხედროები ღაზის სექტორის წინააღმდეგ კამპანიის შემდეგი ეტაპისთვის ემზადებიან.

„ჩვენ ვემზადებით ომის შემდეგი ეტაპებისთვის. ჩვენ არ გვითქვამს, როგორი იქნება ის. ყველა საუბრობს სახმელეთო შეტევაზე. შეიძლება, რაღაც განსხვავებული იყოს“, – განაცხადა რიჩარდ ჰეხტმა.

მსგავსი