ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში გააფართოეს
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში გააფართოეს. ისრაელის შეიარაღებული ძალები შევიდნენ რაფაჰის ალ-ჯნეინას რაიონში. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ეს არის საზღვრების გასწვრივ ბუფერული ზონის გაფართოების ძალისხმევის ნაწილი.
სამხედროების ცნობით, მათ გაანადგურეს აღნიშნულ რაიონში „ჰამასის“ ინფრატსრუქტურა. ამის პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰამასის“ ინფრასტრუქტურაზე ათობით საჰარო დარტყმა განხორციელდა. ისრაელის მხარის ცნობით, მოკლულია დაჯგუფების რამდენიმე წევრი, მათ შორის არიან ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებული პირები.
დაახლოებით ორთვიანი ზავის შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია 18 მარტს განაახლა.