ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ საჰაერო ძალებმა თეირანში იერიშები დაიწყეს
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ საჰაერო ძალებმა თეირანში იერიშები დაიწყეს.
მანამდე ისრაელმა თეირანის მე-18 რაიონის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. როგორც ქვეყნის თავდაცვის ძალებში განმარტეს, აღნიშნულ ტერიტორიაზე თავდასხმები ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე განხორციელდებოდა.
რამდენიმე წუთით ადრე ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.