ისრაელი ევაკუაციისკენ მოუწოდებს თეირანის იმ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს, სადაც ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს განახორციელებს

03:33, 18.06.2025

ისრაელის თავდაცვის ძალები თეირანის მე-18 რაიონის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდებენ.

როგორც ისრაელში განმარტავენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე თავდასხმები განხორციელდება ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე.

„ძვირფასო მოქალაქეებო, თქვენი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დატოვოთ ეს ტერიტორია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას თან ერთვის რუკაც, სადაც სამიზნე ტერიტორიებია მონიშნული.

რამდენიმე წუთით ადრე ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მსგავსი