ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ქვეყნის საზღვრებს გარეთ უპილოტო აპარატებს ანეიტრალებენ და ჯერჯერობით არცერთი მათგანს ისრაელამდე არ მიუღწევია
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ქვეყნის საზღვრებს გარეთ უპილოტო აპარატებს ანეიტრალებენ და ჯერჯერობით არცერთი მათგანს ისრაელამდე არ მიუღწევია

ისრაელის საჰაერო ძალების გამანადგურებლები ისრაელის საზღვრებს გარეთ უპილოტო აპარატებს ანეიტრალებენ და ჯერჯერობით არცერთი მათგანს ისრაელამდე არ მიუღწევია. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაშია აღნიშნული.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათ სიტუაციაზე კონტროლი აქვთ მას შემდეგ, რაც ირანმა ისრაელის მიმართულებით, სულ მცირე, 100 უპილოტო აპარატი გაუშვა.

ამ დროისთვის არ არის დადასტურებული, რომ ყველა აპარატი განეიტრალებულია. პარალელურად, ისრაელის შიდა ფრონტის სარდლობამ გამოაქვეყნა განახლებული ინფორმაცია, რომელშიც მშვიდობიან მოსახლეობას აცნობებს, რომ მათ აღარ სჭირდებათ თავშესაფრებთან ახლოს დარჩენა, თუმცა შეკრებებზე შეზღუდვები ძალაში რჩება.