ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მოკლულია ოთხი ადამიანი, რომლებიც ლიბანიდან ისრაელში შესვლას და ასაფეთქებელი ნივთიერების დაყენებას ცდილობდნენ
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მოკლულია ოთხი ადამიანი, რომლებიც ლიბანიდან ისრაელში შესვლას და ასაფეთქებელი ნივთიერების დაყენებას ცდილობდნენ

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედროებმა ოთხი ადამიანი მოკლეს, რომლებიც ლიბანიდან ისრაელში შესვლას ცდილობდნენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისრაელმა ისინი ტერორისტებად გამოაცხადა.

„ცოტა ხნის წინ თავდაცვის ძალებმა შენიშნეს ტერორისტული რაზმი, რომელიც ცდილობდა ლიბანიდან გადმოსვლას და ასაფეთქებელი მოწყობილობის დადგმას. მოკლულია ოთხი ტერორისტი“, – წერია განცხადებაში.