ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანზე დრონებით თავდასხმისას „ჰეზბოლას“ ელიტური ოპერატიული წევრი დაიღუპა
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს სამხრეთ ლიბანში დრონებით თავდასხმის შედეგად დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ელიტური ოპერატიული წევრი დაიღუპა.
თავდაცვის ძალებს მებრძოლის ვინაობა არ დაუსახელებიათ, თუმცა, მათივე ცნობით, დაღუპული ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ მრავალი ტერორისტული თავდასხმის განხორციელებაში მონაწილეობდა და „ჰეზბოლას“ სამხედრო ინფრასტრუქტურის აღდგენას ცდილობდა.
„ტერორისტის საქმიანობა საფრთხეს წარმოადგენდა ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და, ასევე, ისრაელსა და ლიბანს შორის არსებული შეთანხმების დარღვევას უქმნიდა საფრთხეს“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.