ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის დაწყებამდე, 24 საათის განმავლობაში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ 150-ზე მეტ წევრი გაანადგურეს
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის დაწყებამდე, 24 საათის განმავლობაში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ 150-ზე მეტ წევრი გაანადგურეს.
ისრაელის თავდაცვის ძალებში ასევე აცხადებენ, რომ ლიბანის რამდენიმე რაიონში დაახლოებით 300 სამხედრო ობიექტს დაარტყეს, მათ შორის, „ჰეზბოლას“ სამეთაურო ცენტრები და იარაღის საწყობები.
IDF-ის ინფორმაციით, მათ დაჯგუფების რამდენიმე მეთაური მოკლეს.
მათივე თქმით, თავდაცვის ძალები ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჯარისკაცებისთვის ნებისმიერი საფრთხის განეიტრალებას გააგრძელებენ.